რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თანახმად, მოსკოვი „მკვეთრ პასუხს“ გასცემს უკანასკნელ ინფორმაციას რუსეთის რამდენიმე რეგიონში უკრაინის ჯარების იერიშების შესახებ. მათ შორის ლაპარაკია უკრაინელთა წინსვლაზე კურკის ოლქის სიღრმეში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კიევს ბრალი დასდო „ტერორისტულ საქმიანობაში“, რის ერთადერთი მიზანი, მისი აზრით, არის რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება.
„ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ბოროტმოქმედებების ორგანიზატორები და შემსრულებლები, მათ შორის მათი უცხოელი კურატორები, ამისთვის პასუხს აგებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მკვეთრი პასუხი არ დააყოვნებს,“ დაწერა ზახაროვამ თავის ტელეგრამის არხზე.
მან დასძინა, რომ უკრაინას შესანიშნავად ესმის, რომ უკანასკნელი შეტევები „უაზროა სამხედრო თვალსაზრისით“.
6 აგვისტოდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეტევაზე გადავიდნენ უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში, პირველ რიგში კურსკის ოლქში, და მთელი რიგი დასახლებული პუნქტები და მიმდებარე ტერიტორიები დაიკავეს. სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ წინსვლას.
ფორუმი