Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები დაიწყება


ცესკოს ინფორმაციით, 12 აგვისტოდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები დაიწყება. საგამოცდო ცენტრები საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 796-მა ადამიანმა გამოთქვა.

სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტები მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენას. სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია.

სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან ხუთი წლის ვადით.

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG