Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა


Paris Olympics Wrestling
Paris Olympics Wrestling

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ის ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა.

27 წლის ქართველი ფალავანი ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს და მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

მაჭარაშვილის ასპარეზობის შემდეგ საქართველოს შვიდი ოლიმპიური მედალი აქვს. ოქროს მედლები მოიპოვეს ლაშა ბექაურმა, გენო პეტრიაშვილმა და ლაშა ტალახაძემ. ვერცხლის მედლები აქვთ ტატო გრიგალაშვილს, ილია სულამანიძეს და გივი მაჭარაშვილს, ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG