კვირას ღამით კიევსა და კიევის ოლქს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს. დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი დაღუპულის ცხედარი ამოიტანეს - 4 წლის ბიჭისა და მამამისის.
მძიმედ დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგონა. ისინი საავადმყოფოებში მოათავსეს.
ხარკოვის ოლქის სოფელ ზოლოჩევში რაკეტა მოხვდა ბავშვთა ხელოვნების სახლს და ხანძარი გაჩნდა, განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა. მსხვერპლი არ ყოფილა.
რუსეთი ყოველდღე ბომბავს უკრაინას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმის თავს. რუსეთის სარდლობა მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე კომენტარს არ აკეთებს.
ფორუმი