ხატია ზურაბაული - მოდის დიზაინერი - საფრანგეთში ჩავიდა 16 წლის წინ, როცა ჩვიდმეტისა იყო. განათლება მიღებული აქვს პარიზში, როგორც ამბობს, მაღალი მოდის დედაქალაქში.
ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულობაზე, ასევე იმაზეც, რომ უნდა მიიღო იმ ქვეყნის წესი და რიგი, სადაც ცხოვრობ. ხატია ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ახალგაზრდობა საქართველოში, რომელსაც ევროპული ღირებულებები აქვს შეთვისებული, უკეთესობისკენ შეცვლის ქვეყანას, რაც მომავალი არჩევნების გზით უნდა მოხდეს.
ახლა ხატია ოჯახთან ერთად, - მასა და იოან შამულოს ორი ვაჟი ჰყავთ, - ნიცაში ცხოვრობს.
ფორუმი