Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინოვკაზე თავდასხმას ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


კონსტანტინოვკა დაბომბვის შემდეგ
კონსტანტინოვკა დაბომბვის შემდეგ

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. სამიზნე გახდა სავაჭრო ცენტრი, სადაც 14:56 საათისთვის არსებული ინფორმაციით, 11 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ადგილზე გაჩნდა ძლიერი ხანძარი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და რამდენიმე ათეული ავტომობილი.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: "კონსტანტინოვკა, დონეცკის ოლქი. რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ ჩვეულებრივ სუპერმარკეტს და ფოსტას. ხალხი ნანგრევების ქვეშაა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ყველაფერი გაკეთდება ხალხის გადასარჩენად", - თქვა მან.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

რუსეთი რეგულარულად უტევს უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა ტიპის იარაღით. მოსკოვი უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის ივნისის ბოლომდე, სულ მცირე, 33 878 მშვიდობიანი მოქალაქე დაზარალდა უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაღუპულია 11 284 ადამიანი. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG