ისრაელის ოლიმპიური გუნდის განცხადებით, რამდენიმე ათლეტმა მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო პარიზში, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას.
ისრაელის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა იაელ არადმა სააგენტო "ასოშიეიტედ პრესს" 7 აგვისტოს უთხრა, რომ გუნდის წევრებმა მიიღეს "ცენტრალიზებული" მუქარა, რომლის მიზანი იყო ათლეტებში "ფსიქოლოგიური ტერორის" აღძვრა. არადს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გასულ კვირაში პარიზში პროკურორებმა საქმე აღძრეს სიკვდილით მუქარებზე, რომლებიც ათლეტებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს, კიბერდანაშაულის ეროვნული სააგენტო კი იძიებს რამდენიმე ისრაელელი ათლეტის პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გაჟონვის საქმეს. მონაცემები ამჟამად წაშლილია.
ისრაელელი ათლეტების მიმართ მუქარის შეტყობინებების გაგზავნის ფონია ღაზის ომში პალესტინელთა მზარდი მსხვერპლის გამო არსებული ზოგადი დაძაბულობა და უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის საფრთხე.
ფორუმი