Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა


მოლდოვის საელჩო მოსკოვში. 7 აგვისტო, 2020.
მოლდოვის საელჩო მოსკოვში. 7 აგვისტო, 2020.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. უწყების ცნობით, ეს გაკეთდა პასუხად მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, გაეძევებინა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის ნაბიჯს „არაფრით მოტივირებული გადაწყვეტილება“ უწოდა.

დეპარტამენტში დაიბარეს მოლდოვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრ კეტრარა და მას შესაბამისი ნოტა გადასცეს.

1 აგვისტოს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. „გაძევების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რამაც შესაძლებელი გახადა ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეგროვება იმის შესახებ, რომ რუსეთის დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე ახორციელებდა თავის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ მოქმედებებს“, - აცხადებენ უწყებაში.

როგორც რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის წყაროები იტყობინებოდნენ დიპლომატიური წრეებიდან, საუბარია კიშინიოვში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს თანაშემწე დმიტრი კელოვზე. ის იყო რუსეთის დელეგაციის წევრი ერთიან საკონტროლო კომისიაში, სამმხრივ სტრუქტურაში, რომელიც პასუხისმგებელია არაღიარებულ დნესტრისპირეთში სიტუაციის ზედამხედველობისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG