Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა კონრად ადენაუერის ფონდი "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა


კონრად ადენაუერის ფონდის ოფისი ეგვიპტეში. 29 დეკემბერი, 2021 წელი. რუსეთში ფონდი "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადდა.
კონრად ადენაუერის ფონდის ოფისი ეგვიპტეში. 29 დეკემბერი, 2021 წელი. რუსეთში ფონდი "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადდა.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 5 აგვისტოს კონრად ადენაუერის სახელობის გერმანული ფონდის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე "არასასურველად" გამოაცხადა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი, რომელიც, მისი თქმით, დაკავებულია ლიბერალური დემოკრატიისა და სოციალური საბაზრო ეკონომიკის წინ წამოწევით, "ავრცელებს მასალებს, რომლებიც დისკრედიტაციას უწევს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას... და გარდა ამისა, გაერთიანება აქტიურად ატარებს არამეგობრული სახელმწიფოების პოლიტიკას სპეციალური სამხედრო ოპერაციების თემაზე."

"არასასურველი ორგანიზაციის" კანონი, რომელიც 2015 წელს იქნა მიღებული, მიმართულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ.

რუსი ოფიციალური პირები ამ “სტატუსს”, რომელიც 2021 წელს გაფართოვდა, ათობით უცხოური ორგანიზაციის წინააღმდეგ იყენებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG