Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში ბოლო სამ წელიწადში მეშვიდე ვადამდელი არჩევნები გაიმართება

პარტიამ "არსებობს ასეთი ხალხი" (ITN) 5 აგვისტოს მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი დაუბრუნა ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევს. ეს უკვე მესამე პარტიაა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა 6 ივნისის არჩევნების შემდეგ.

ბულგარეთის პარტიამ "არსებობს ასეთი ხალხი" (ITN) 5 აგვისტოს მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი დაუბრუნა პრეზიდენტ რუმენ რადევს.

ეს მესამე პარტიაა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა 6 ივნისის არადამაჯერებელი არჩევნების შემდეგ.

ახლა რადევს მოუწევს კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა 60 დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, 6 ან 13 ოქტომბრისთვის.

მემარჯვენე-ცენტრისტულმა - მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის - პარტია GERB-მა და ცენტრისტულმა ანტიკორუფციულმა პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა "ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას" (PP-DB) მანამდე ასევე ვერ შეძლეს მთავრობის შექმნა და მანდატი 29 ივლისს ITN-ს მიენიჭა.

სამი წლის განმავლობაში ეს იქნება მეშვიდე საყოველთაო არჩევნები ბულგარეთში, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG