Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურიაში "ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ორი პირი დააკავეს


გურიაში „ქურდულ
სამყაროსთან” კავშირში მყოფი ორი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

"ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 25 წლის გ.ი. - მეტსახელად „ჯავა“, ხოლო "ქურდული სამყაროს"
საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე - წარსულში
მრავალჯერ ნასამართლევი, 23 წლის ნ.ყ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ც.მ.-მ ერთ-ერთი ონლაინკაზინოს
მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა მოიგო, რაც ცნობილი გახდა
ბრალდებულებისთვის. გ.ი.-მ და ნ.ყ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღებისა და
,,ქურდულ სამყაროში“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით განიზრახეს
ც.მ.-სთვის ,,ქურდული გარჩევა“ მოეწყოთ, რომელსაც ესწრებოდა მისი ნათესავი
რ.ა.“,
- იტყობინება შს სამინისტრო. ამავე წყაროს თანახმად, პროცესში ჩართული იყო „კანონიერ ქურდი“ დ.ე.

,,ქურდული გარჩევის“ შედეგად, დაზარალებულს 5000 ლარის გადახდა
დააკისრეს. თანხა მისმა ნათესავმა გადაიხადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის
პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG