Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: ჰამასის მეთაურის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ცეცხლის შეწყვეტას ხელს არ უწყობს


ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ. 25 ივლისი, 2024 წელი. ბაიდენმა, რომელიც 1 აგვისტოს ნეთანიაჰუს კვლავ ესაუბრა, განაცხადა, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ცეცხლის შეწყვეტას ხელს არ უწყობს.
ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ. 25 ივლისი, 2024 წელი. ბაიდენმა, რომელიც 1 აგვისტოს ნეთანიაჰუს კვლავ ესაუბრა, განაცხადა, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ცეცხლის შეწყვეტას ხელს არ უწყობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ პალესტინელთა დაჯგუფების, ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას ხელი არ შეუწყვია ცეცხლის შეწყვეტისთვის ღაზაში მიმდინარე ომში.

ბაიდენმა განაცხადა, რომ მას პირდაპირი საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან 1 აგვისტოს.

მან ეს განცხადება გააკეთა მერილენდის შტატში, ენდრიუს ერთობლივ ბაზაზე, სადაც 1 აგვისტოს, გვიან საღამოს დაეშვა თვითმფრინავი, რომელშიც რუსეთის საპატიმროებიდან გათავისუფლებული პატიმრები ისხდნენ.

აშშ-ში დაბრუნდნენ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებულები - რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG