Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატს, გონსალესს აღიარებს


ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო და ედმუნდო გონსალესი. კარაკასი. 29 ივლისი, 2024 წელი. აშშ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გონსალესს აღიარებს
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო და ედმუნდო გონსალესი. კარაკასი. 29 ივლისი, 2024 წელი. აშშ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გონსალესს აღიარებს

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა 1 აგვისტოს გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი აღიარა, ვენესუელის საარჩევნო უწყებას მტკიცებულებების წარდგენა უწევს.

ამ მტკიცებულებებით კომისიამ უნდა გაამყაროს თავისი გადაწყვეტილება, როცა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა გამარჯვებულად და კენჭისყრის ოფიციალური შედეგების დისკრედიტაცია მოახდინა.

AP-ის ცნობით, აშშ-ის განცხადება მოჰყვა მრავალი სახელმწიფოს - მათ შორის მადუროს ახლო მოკავშირეების - მოწოდებებს ვენესუელის საარჩევნო საბჭოს მისამართით, გამოაქვეყნოს ხმების დათვლის დეტალური შედეგები, როგორც ეს წინა არჩევნების დროს გააკეთა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG