Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა თელავის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულზე


საქართველოს გენერალური პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურა

24 ივლისს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტში ორი კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდება 32 წლის კაცს წარუდგინა.

მას დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროკურატურამ მასზე ძებნა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, პროკურატურის განცხადებაში აღნიშნული არ არის ძებნილის სახელი და გვარი. რადიო თავისუფლება ამ საკითხზე პროკურატურის პრესცენტრს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

რაც შეეხება მკვლელობების ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 24 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG