Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთში დაკარგული ორივე ახალგაზრდა ცოცხალია


გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი
გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ, გამოჩნდნენ. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი დაკარგულის ბიძაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, დაკარგულები, სავარაუდოდ, თვითონ გამოვიდნენ ქვემო სვანეთის მიმართულებით და ჯანმრთელები არიან. ახლობლების ინფორმაციით, ისინი ამჟამად ლენტეხის სოფელ ლასკადურაში იმყოფებიან.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ფარჯიანი და გვიჩიანი ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე (სადაც უნდა ჩასულიყვნენ) გასავლელი ჯამში 28 კილომეტრია. ამ გზის ნახევარი, დაახლოებით 14 კილომეტრი, ტყეა. სოფელ ლატალის მკვიდრები ზემო სვანეთიდან ლენტეხში ტყით, ფეხით მიდიოდნენ.

სვანეთში, კერძოდ, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, დაკარგულთა ძებნა ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. სამუშაოებში მონაწილეობდა ვერტმფრენიც.

განახლდება

გოგიტა ფარჯიანმა გამოჩენის შემდეგ ილაპარაკა გუჩინარების მიზეზებზე. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილ მარშრუტზე დათვი შენიშნეს, რის გამოც იძულებული გახდნენ, სხვა გზით წასულიყვნენ. „გეგმები შეგვეცვალა. ორდღიანი მარშრუტის მაგივრად, ვიარეთ ხუთი დღე“, - თქვა ფარჯიანმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG