Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათობით ათასი ლარის ღირებულების ქონება დაეწვა კახელ ბიზნესმენს


სოფელი ვარდისუბანი. იწვის ადგილობრივი ბიზნესმენის ქონება.
სოფელი ვარდისუბანი. იწვის ადგილობრივი ბიზნესმენის ქონება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ადგილობრივი ბიზნესმენის, ლევან ტუხაშვილის სასაწყობე მეურნეობაში გაჩენილი ხანძრით გასაყიდი საქონელი დაიწვა. ასევე დამწვარია ბიზნესმენის საკუთრებაში არსებული ავტომობილი „ლექსუსი“. ტუხაშვილის ცნობით, ზარალი მილიონ-ნახევარ ლარამდეა.

ხანძარი დღეს, 25 ივლისს, დილით გაჩნდა. ლევან ტუხაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

სოფელი ვარდისუბანი
სოფელი ვარდისუბანი

„მე დაზუსტებით ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. აქ უამრავი კამერაა დამონტაჟებული, პოლიციელები იყვნენ მოსული და ჩანაწერები ამოიღეს. გამოძიება იტყვის, რა მოხდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ტუხაშვილმა. ის პოლიციას ჯერ არ გამოუკითხავს.

სოფელი ვარდისუბანი
სოფელი ვარდისუბანი

ხანძრის დროს დამწვრობები მიიღეს თავად ტუხაშვილმა და მისმა შვილმა. ისინი კლინიკაში მკურნალობენ.

უკვე წლებია, ლევან ტუხაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ეწევა ბიზნესსაქმიანობას. მას აქვს მაღაზია, სადაც იყიდება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების იარაღები, ტექნიკა და სასუქი.

ფოტოზე ჩანს, როგორ გაანადგურა ხანძარმა ბიზნესმენის ქონება. 25 ივლისი, 2024.
ფოტოზე ჩანს, როგორ გაანადგურა ხანძარმა ბიზნესმენის ქონება. 25 ივლისი, 2024.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს გაარკვიოს, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG