Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთმა დაადასტურა თავის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეღწევა


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინა-რუმინეთის საზღვარი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინა-რუმინეთის საზღვარი

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე შეტევის შემდეგ, მოსაზღვრე რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასახლებული პუნქტის, პლაურუს მახლობლად ნაპოვნია „გერანის“ ტიპის დრონების ფრაგმენტები.

ნატოს და ევროკავშირის წევრი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუმინეცა ოდობესკუმ განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობენ რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებებს. მინისტრის თანახმად, ბუქარესტმა კოორდინირებული ქმედებების მიზნით შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა მოკავშირეებს.

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა დღეს, 25 ივლისს, მიიტანა. მათ შორის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. იზმაილი რუმინეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინას 38 დრონით შეუტიეს ანექსირებული ყირიმიდან და კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან.

გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო კიევის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, სუმის, ჟიტომირისა და ჩერკასის ოლქებში, სადაც 25 დრონი ჩამოაგდეს. ოლეშჩუკის ინფორმაციით, კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი თვალთახედვიდან დაკარგეს მას შემდეგ, რაც მათ უკრაინა-რუმინეთის საზღვარი გადაკვეთეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG