Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილი შესაძლოა "ლელოს" გაერთიანებას შეუერთდეს


ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე
ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, შესაძლოა, "ლელოს", "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედნის" ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდეს.

ალეკო ელისაშვილთან ერთად ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარწერით: "ძლიერი საქართველოსთვის".

პარტია "ლელოში" ოფიციალურად ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ ოპოზიციურ ერთობაში ალეკო ელისაშვილის გაერთიანებას, თუმცა აცხადებენ, რომ აქამდე იყო რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკებები.

ელისაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების ერთობლივად დამარცხების" შესახებ მოლაპარაკებები "აქტიურ ფაზაშია".

17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პარტია "ლელო", "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.

მაშინ, ღონისძიების დროს, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი და უახლოეს მომავალში გაერთიანებას "ბევრი საინტერესო ადამიანი თუ პოლიტიკური ჯგუფი" შეუერთდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG