Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მერი თვლის, რომ ზელენსკი რთული არჩევანის წინაშეა ახლა, როცა აშშ-ში არჩევნები ახლოვდება


კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. 2022 წლის 27 თებერვალი. ვიტალი კლიჩკო თვლის, რომ ზელენსკი რთული არჩევანის წინაშეა აშშ-ში არჩევნების გამო
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. 2022 წლის 27 თებერვალი. ვიტალი კლიჩკო თვლის, რომ ზელენსკი რთული არჩევანის წინაშეა აშშ-ში არჩევნების გამო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკურად რთული პერიოდის წინაშე დგას, რადგან ნოემბერში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ იტალიურ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.

"უნდა გავაგრძელოთ ომი ახალი სიკვდილითა და ნგრევით თუ უნდა განვიხილოთ ტერიტორიული კომპრომისი [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინთან?" - შეკითხვა დასვა კლიჩკომ.

"რა ნაბიჯიც უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი რისკავს, რომ სიცოცხლე პოლიტიკური თვითმკვლელობით დაასრულოს," - თქვა კლიჩკომ და დასძინა, რომ ზელენსკის, დილემის გადასაწყვეტად, სავარაუდოდ, "მოუწევს მიმართოს რეფერენდუმს" და ისიც დასძინა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია "სახალხო ლეგიტიმურობის გარეშე".

ფორუმი

XS
SM
MD
LG