Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეა პროპაგანდისტულ მაუწყებლობას აძლიერებს - ფხენიანმა მეტი საჰაერო ბუშტი გაუშვა მისკენ

საჰაერო ბუშტი ნაგვით ბრინჯის ყანაში. 10 ივნისი, 2024 წელი ჩრდილოეთი კორეა სამხრეთისკენ უშვებს ბუშტებს, რომლებზეც ნაგვის ტომრებია დამაგრებული. ესაა ფსიქოლოგიური ომის ნაწილი ორ მეზობელ ქვეყანას შორის. სამხრეთი კორეა საპასუხოდ პროპაგანდისტულ მაუწყებლობას აძლიერებს

სამხრეთ კორეამ 21 ივლისს განაცხადა, რომ აძლიერებს თავისი ჩრდილოელი მეტოქის საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ მაუწყებლობას საზღვრის გასწვრივ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ გაუშვა მეტი, სავარაუდოდ, ნაგვით საჰაერო ბუშტი.

ცივი ომის სტილში მიმდინარე ფსიქოლოგიური ბრძოლა ორ კორეას შორის კიდევ უფრო აძლიერებს ისედაც მაღალ დაძაბულობას კორეის ნახევარკუნძულზე, სადაც მეტოქეები იმუქრებიან, რომ უფრო მძაფრ ნაბიჯებს გადადგამენ ერთმანეთის წინააღმდეგ და ერთმანეთს დამანგრეველი შედეგების შესახებ აფრთხილებენ.

AP-ის ცნობით, სამხრეთ კორეის მეთაურების გაერთიანებული შტაბის უფროსებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეული საჰაერო ბუშტები 21 ივლისს, დილით, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის ჩრდილოეთით დაფრინავდნენ.

მოგვიანებით მათ თქვეს, რომ სამხრეთ კორეის სამხედროებმა მათ ხმამაღალი მაუწყებლობის გაფართოებით უპასუხეს კორეის 248 კილომეტრი სიგრძის საზღვრის ყველა მთავარ მონაკვეთზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG