სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა ღაზის ცენტრალურ ნაწილში, პალესტინელი ლტოლვილების ბანაკებზე ისრაელის სამ საჰაერო თავდასხმას, რომლებიც 20 ივლისის ღამით განხორციელდა, იტყობინება AP-ი პალესტინელთა ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.
ამის ფონზე ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გრძელდება და როგორც სააგენტო წერს, ჩანს, წინ მიდის.
ლტოლვილთა ბანაკებში, ნუსეირატსა და ნურეიჯში დაღუპულებს შორის სამი ბავშვი და ერთი ქალია, იუწყება სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
შარშან 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაცია) თავდასხმას 1200 პირი შეეწირა. ისრაელის მიერ ღაზის სექტორის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგად დღემდე თითქმის 39 ათასი ადამიანია დაღუპული. არაბული ქვეყნების შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის და ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების განთავისუფლების გარშემო.
ფორუმი