მახარემ „ევოლუშენ ჯორჯიაში“ ბანქოს მჩეხავად მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო. სესხისა და სწავლის ფულს ერთად ვეღარ იხდიდა, სამუშაო სჭირდებოდა, მის გარშემო კი ყველა „ევოლუშენ ჯორჯიაზე“ ლაპარაკობდა. დღეს მახარე თავის პირველ სამსახურში გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
„ევოლუშენის“ თანამშრომლები 2024 წლის 12 ივლისს გაიფიცნენ. ეს კომპანია კაზინოებს თამაშების ონლაინ წაყვანისა და უწყვეტი ტრანსლაციის სერვისს სთავაზობს და დასაქმებულია 8000-მდე ადამიანი. კომპანიაში ცუდ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით ბრალდებებს არ ეთანხმებიან.
ფორუმი