რადიო თავისუფლებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს, რომ ქვეყნის აეროპორტები მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობენ. თუმცა ამ ხარვეზის გამო, ქუთაისიდან გაფრენილი თვითმფრინავი ბერლინის (გერმანია) აეროპორტმა ვერ მიიღო და პოზნანში (პოლონეთი) დაჯდა.
ავიაკომპანიების გარდა, შეფერხებით მუშაობენ ბანკები, სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ტელე და რადიომაუწყებლები.
- გაერთიანებული სამეფოს ფარმაციის ეროვნული ასოციაციის სპიკერი ამბობს, რომ შეწყვეტილია წვდომა რეცეპტებზე და პაციენტებს მოთმინებისკენ მოუწოდებს;
- გერმანიის ორმა საავადმყოფომ გააუქმა გეგმური ოპერაციები.
გლობალური გათიშვის მიუხედავად, კომპანიების ნაწილი ახერხებს სერვისის მიწოდებას.
ფორუმი