Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი უარყოფს ტაჯიკეთში სამხედრო ბაზის მშენებლობას


საარქივო ფოტო. მასშტაბური სამხედრო წვრთნა სამხრეთ ტაჯიკეთში
საარქივო ფოტო. მასშტაბური სამხედრო წვრთნა სამხრეთ ტაჯიკეთში

დუშანბეში მდებარე ჩინეთის საელჩომ 15 ივლისს უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ პეკინი ტაჯიკეთში სამხედრო ბაზას აშენებს და ამ ინფორმაციას "უსაფუძვლო" უწოდა.

საელჩომ ამ განცხადებით უპასუხა The Daily Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას სატელიტურ ფოტოებზე გამოსახული ნაგებობებით, რომლებიც, გამოცემის თანახმად, ვერტმფრენთა სადგომია და მდებარეობს ტაჯიკეთის შაიმაკის რეგიონში, ავღანეთის საზღვართან.

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ დუშანბე და პეკინი "აქტიურად თანამშრომლობენ გამოწვევებთან და საფრთხეებთან გამკლავების საკითხებზე". განცხადების თანახმად, ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსსასაზღვრო ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების ტრეფიკინგთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროებში. სამხედრო ბაზის არსებობას ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG