Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი და რუსეთი საზღვაო წვრთნას ატარებენ


ჩინეთის და რუსეთის საზღვაო ძალები ერთობლივ წვრთნას ატარებენ. სამხრეთი ჩინეთი, 2024 წლის 14 ივლისი
ჩინეთის და რუსეთის საზღვაო ძალები ერთობლივ წვრთნას ატარებენ. სამხრეთი ჩინეთი, 2024 წლის 14 ივლისი

ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალებმა 14 ივლისს სამხრეთ ჩინეთში დაიწყეს ერთობლივი საწვრთნელი ვარჯიში - იუწყება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Xinhua. წვრთნა ტარდება რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ნატოელმა მოკავშირეებმა პეკინს უწოდეს უკრაინაში მიმდინარე ომის "გადამწყვეტი ხელშემწყობი".

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო მოკლე განცხადებაში ამბობს, რომ ორივე მხარის ძალებმა ახლახან განახორციელეს წყნარი ოკეანის დასავლეთისა და ჩრდილოეთის არეალების პატრულირება და რომ მიმდინარე ოპერაციას კავშირი არ აქვს საერთაშორისო ან რეგიონულ სიტუაციებთან და არც რომელიმე მესამე მხარეს მიემართება.

Xinhua იუწყება, რომ ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალებმა ჩაატარეს სამხედრო სიმულაცია და ტაქტიკური კოორდინირების სავარჯიშოები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG