Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ უცხოეთში მცხოვრებ ყოფილ მუნიციპალურ დეპუტატს 7 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა


ელენა კოტენოჩკინა
ელენა კოტენოჩკინა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით 15 ივლისს დაუსწრებლად 7 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა უცხოეთში მცხოვრებ ყოფილ მუნიციპალურ დეპუტატს, ელენა კოტენოჩკინას. იგი კრასნოსელსკის რაიონის მუნიციპალიტეტის დეპუტატი იყო.

2022 წლის მარტში, ერთ თვეზე ნაკლებ დროში მას მერე, რაც რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში, კოტენოჩკინა კოლეგასთან, ალექსეი გორინოვთან ერთად გამოვიდა წინადადებით, გაუქმებულიყო ბავშვებისთვის განკუთვნილი საჯარო ღონისძიებები, რადგან უკრაინაში ბავშვებს და სამოქალაქო პირებს ხოცავდნენ.

ამის შემდეგ ორივეს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - კოტენოჩკინამ რუსეთი დატოვა, გორინოვი კი დააპატიმრეს, გაასამართლეს და შვიდი წლით მიუსაჯეს პატიმრობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG