რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალი" აცხადებს, რომ 12 მაისს მოსკოვში დაუკონკრეტებელი ბრალდებით დააკავეს ჯგუფის უცხოეთში მცხოვრები წევრის, კონსტანტინ კონოპლიანკოს მამა.
"მემორიალის" თანახმად, სერგეი კონოპლიანკო წაიყვანეს მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთით, 180 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ტვერში.
"მემორიალი" მუშაობას აგრძელებს, მიუხედავად რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა, გაუქმებულიყო ისიც და მისი მოკავშირე ორგანიზაციაც, "საერთაშორისო მემორიალი".
თებერვლის ბოლოს "მემორიალის" თანათავმჯდომარეს, 70 წლის ოლეგ ორლოვს, 30 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების "მრავალჯერ დისკრედიტაციის" ბრალდებით.
ფორუმი