ბელარუსის ავტოკრატმა მმართველმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ბრძანა იმ სამხედრო დანაყოფების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება, რომლებიც უკრაინის საზღვარზე “შექმნილი დაძაბულობის” განსამუხტავად იქნა გადასროლილი.
ლუკაშენკას განმარტებით, მან ასეთი დავალება სარდლობას მისცა მას შემდეგ, რაც უკრაინის მხრიდან “დაძაბულობა მოიხსნა” და ჯარები იქითა მხრიდანაც გაიყვანეს.
"მინდა, ხალხმა იცოდეს, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ვენდობი ჩვენს დაზვერვას: სიტუაცია დასტაბილურდა ბელორუსია-უკრაინის საზღვარზე. მათი ჯარები გაიყვანეს. აქედან გამომდინარე, ბიჭებო გავალებთ, ჩვენი ჯარები უნდა მოიხსნას საზღვრიდან. რათა მათ გაიგონ, რომ, როგორც ჩვენ შევთანხმდით, ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლას და არ ვაპირებთ შეიარაღებული ძალების კონცენტრირებას, გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა", - განაცხადა ლუკაშენკამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მესაზღვრეებმა ბელარუსის საზღვარი გააძლიერეს, პოზიციებზე გაიყვანეს სარაკეტო დანადგარი "ისკანდერი". ამის შესახებ ლუკაშენკომ 2 ივლისს, ბელარუსის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
ივნისის ბოლოს ბელორუსის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების სამსახურმა განაცხადა, რომ გარე ძალებს სურთ მინსკის „ომში ჩათრევა“, რაზეც უკრაინის საზღვარზე „დაძაბულობის ზრდა მიუთითებს“.
უკრაინაში ამ განცხადებას უსაფუძვლო უწოდეს და აღნიშნეს, რომ საზღვრის გაძლიერება უკრაინის თავდაცვის ინტერესებს ემსახურება და არ წარმოადგენს არავითარ საფრთხეს.
- რუსეთის მოკავშირე ალიაქსანდრ ლუკაშენკომ მხარი დაუჭირა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს და ნება დართო კრემლს ბელორუსის ტერიტორია, სამხედრო ინფრასტრუქტურა და საჰაერო სივრცე გამოეყენებინა რუსეთის არმიის შეჭრისა და უკრაინის ქალაქების დაბომბვისთვის, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი უკრაინელი შეეწირა.
ფორუმი