Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეია 9-17 ივლისს თბილისსა და ერევანს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უზრა ზეია საუბრებს გამართავს დემოკრატიულ მმართველობაზე, ანტიკორუფციულ საკითხებზე, მედიის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების ინკლუზიურობაზე.

"საქართველოში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს აშშ-ს სერიოზული შეშფოთება „უცხოური გავლენის“ კანონთან, სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია რისკის ქვეშ დააყენა.

იგი ნათლად განმარტავს, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და შეერთებული შტატების შესახებ დეზინფორმაციამ დააზიანა ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობა. მდივნის მოადგილე ზეია ასევე ხაზს გაუსვამს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქართველი ხალხის ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

გარდა ამისა, ის კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, გამოხატავს პატივისცემას ფუნდამენტური თავისუფლებებისადმი, მარგინალიზებული ჯგუფების წევრების დაცვისა და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებისადმი", - წერია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ასევე ეწვევა სათემო ორგანიზაციას, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად დევნილი ქალების მიერ არის დაარსებული.

მაისში მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ - 84 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა კანონის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG