Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამზადებს ომის დასრულების „გასაგებ და დეტალურ“ გეგმას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 19 აპრილი, 2024.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 19 აპრილი, 2024.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამზადებს ომის დასრულების „გასაგებ და დეტალურ“ გეგმას, რომელსაც ის მიმდინარე წელს წარმოადგენს. ამის შესახებ მან სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა პირც მუსართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

„მშვიდობის სამიტმა ჩაიარა და ახლა დეტალურად ვმუშაობთ სამ გეგმაზე: ენერგეტიკაზე, სასურსათოზე და გაცვლაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებს გადავწყვეტთ. ყოველ შემთხვევაში, მოვამზადებთ დეტალურ გეგმას. ეს უახლოეს მომავალში იქნება,“ თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მშვიდობის ფორმულის სხვა პუნქტებზეც და საბოლოოდ მომზადდება ერთობლივი გეგმა, რომელსაც უკრაინის ყველა პარტნიორს წარუდგენენ.

„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ომის დასრულების გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერს მსოფლიოს [ქვეყნების] უმრავლესობა. ეს დიპლომატიური გზაა, რომელზეც ვმუშაობთ,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი სიტყვებით, ომის დასრულების გასაგები და დეტალური გეგმა მზად იქნება 2024 წელს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG