Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ძლიერი ქარიშხალი იყო, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის გუმბათი


დაზიანებული ალავერდის ტაძარი. 25 ივნისი, 2024 წელი
დაზიანებული ალავერდის ტაძარი. 25 ივნისი, 2024 წელი

კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძართან, ძლიერი ქარიშხალი იყო. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში მონაზონი მარიამი აღწერს, "ძალიან უცნაურმა ტორნადომ" დააზიანა ტაძრის გუმბათი, მიმდებარე შენობები, ავტომანქანები.

"ინფორმაცია მაქვს, რომ იყო ძალიან დიდი ზიანი, იყო ძალიან უცნაური ტორნადო, რომელმაც დააზიანა ტაძარი, მოთხარა ბაღი, ხეები, ამობრუნებულია მანქანები და სახურავი აღარ აქვს ალავერდს - დაზიანებულია გუმბათი, საეპისკოპოსო სასახლეები, ყველაფერი დაზიანებულია. უძლიერესი ქარიშხალი იყო", - ამბობს ის.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სტიქიურ მოვლენამდე "კახეთში მოსალოდნელ უამინდობასთან დაკავშირებით" გაფრთხილება გაავრცელეს, დამატებით შეფასებებს კი მოგვიანებით გააკეთებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG