Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - წერს გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში


გიორგი მამარდაშვილი, ევრო 2024
გიორგი მამარდაშვილი, ევრო 2024

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 23 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე, ჩეხეთის ნაკრებთან გამართულ მატჩს და მოპოვებულ ქულას და წერს, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“.

„პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP.

მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ“, - წერს გიორგი მამარდაშვილი ფეისბუკზე.

23 ივნისს, ქალაქ ჰამბურგში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. მან ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა.

ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართელოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გელზერკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG