Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერ ხვდებიან, რომ ძალადობით ვერ დაგვაშინებენ - ნიკო მანაგაძე


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს, 7 ივნისს ლექციიდან გამოსულს დაესხა თავს, სავარაუდოდ, ხუთი ადამიანი. თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაიქცნენ, თუმცა, ტერიტორიის დატოვებამდე, თვითმხილველებმა მათი გადაღება შეძლეს.

თავდამსხმელებს სახე ნიღბებით არ ჰქონიათ დაფარული და მათი იდენტიფიცირება სამართალდამცავებისთვის არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, როგორც ნიკო მანაგაძე ამბობს, ამ დრომდე, თავდამსხმელების იდენტიფიცირება არ მომხდარა. მისივე თქმით, გამოძიებას, ამ დრომდე, არ ამოუღია ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები.

ნიკო მანაგაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, ვინც ლექციის ჩასატარებლად, თსუ-ში მისულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ე.წ. აგენტების კანონის გამო პროტესტით ხვდება. ნიკო მანაგაძე პროკურატურამ დაზარალებულად 11 ივნისს ცნო.

სტუდენტზე თავდასხმის შემდეგ რამდენიმე მედიასაშუალებას, მათ შორის, გაზეთ „ასავალ-დასავალს“ მისცეს ინტერვიუები ნიკო მანაგაძის მშობლებმა. ისინი საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, მათ შვილს თავს დაესხნენ არა „პოლიტიკური მოწინააღმდეგეები“ არამედ „ე.წ. თანაგუნდელები“. ნინო თარხნიშვილი თომა ბეგიაშვილი ბექა ბერაძე

ფორუმი

XS
SM
MD
LG