Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის თქმით, ჰამასს "აღარ აქვს შესაძლებლობა" მასშტაბური თავდასხმა განახორციელოს ისრაელზე


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 31 მაისს განაცხადა, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ჰამასს "აღარ აქვს შესაძლებლობა" კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელოს ისრაელზე.

ბაიდენმა ისრაელელებს და ჰამასის წარმომადგენლებს მოუწოდა შეთანხმებისკენ მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.

ბაიდენის თქმით, დამდგარია "ჭეშმარიტად გადამწყვეტი მომენტი" - ანუ არსებობს სამი ფაზისგან შემდგარი შეთანხმება, რომელიც ისრაელმა ჰამასს შესთავაზა.

"ისრაელი გამოვიდა თავისი წინადადებით. ჰამასი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სურს. ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა მათ დაამტკიცონ, რომ ამას რეალურად გულისხმობენ", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG