Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ სადავო ცვლილებები დაამტკიცა


პარლამენტის პლენარული სხდომა. 30 მაისი, 2024 წელი
პარლამენტის პლენარული სხდომა. 30 მაისი, 2024 წელი

80 ხმით, ერთხმად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები. შესწორების თანახმად, თუ ცესკოში დადგენილებებმა და საკადრო ცვლილებებმა წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათი მიღება ხელახალ კენჭისყრაზე უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი.

როდესაც ცვლილება ძალაში შევა, ცესკო ოპოზიციის ხმების გარეშე შეძლებს დადგენილებების მიღებას, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.

ამავე კანონპროექტით, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის არსებობა შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ნაწილია. ის არჩევნების დანიშვნიდან ათი დღის ვადაში იქმნება და სახალხო დამცველისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG