უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ის ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა.
ინფორმაცია გაავრცელა ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ.
რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფორუმი