გამეტებით ცემა წიხლებით და მუშტებით, მათ შორის, სახეში, დაფარული სახეებით მოქმედება, აქციის მონაწილეების მოულოდნელი დაჭერა, მაშინაც, როცა ისინი მშვიდად დგანან, ადამიანების შეთრევა სპეცრაზმის სიღრმეში და იქ სასტიკად ცემა, თმით თრევა, ქუჩებში დევნა - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია სამართალდამცავების იმ ქცევისა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არაერთი მედიის, მათ შორის, რადიო თავისუფლების ვიდეოობიექტივშიც მოხვდა.
დემონსტრანტების დაკავებების და პასუხისგებაში მიცემის პარალელურად, ჯერ არცერთი პოლიციელი არ დასჯილა.
უპასუხოა კითხვაც - აგებს კი რომელიმე პოლიციელი ან სპეცრაზმელი პასუხს თავიანთ ქმედებებზე?
ამ ვიდეოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსი და ამჟამად „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია ჩვენთან ერთად მიმოიხილავს და აფასებს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აქციებზე გადაღებულ კადრებს.
ჩვენ ვეცადეთ, მისი დახმარებით გაგვეცა პასუხი კითხვებზე:
როგორ იცვლებოდა ბოლო კვირების განმავლობაში სპეცრაზმისა და პოლიციის ქცევა დემონსტრანტების მიმართ?
როგორ ცვლიდნენ მოქმედების სტრატეგიას?
ხომ არ ხდებოდა მათი ქცევა დღითი დღე უფრო ძალადობრივი? ჰქონდათ თუ არა მათ სრული კარტბლანში მოქმედებისთვის? გამოიძიებენ თუ არა პოლიციელების დანაშაულსაც მით უფრო იმ ფონზე, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობის იდენტიფიცირება შეუძლებელია?
სინამდვილეში როგორია სამართალდამცველების მოქმედების სტანდარტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე „ამერიკულ და ევროპულ სტანდარტზე მაღალს“ უწოდებს?
დაიღალა თუ არა პოლიციაც და ხომ არ გაზრდის ეს მათ აგრესიას?
ფორუმი