Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი მასწავლებელი დიღმის იზოლატორიდან


ამერიკელი მასწავლებელი დიღმის იზოლატორიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:05:57 0:00

“მახსოვს, ნიღბიანმა პოლიციელმა გამომათრია ხალხიდან, ვგრძნობდი დარტყმებს ყველა მხრიდან. ტანსაცმელი შემომეხა, შარვალზე ნაფეხურები მეტყობოდა”, - 29 წლის ინგლისური ენის პედაგოგმა, პატრიკ ჰერნანდესმა, დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათი გაატარა.

ის სამართალდამცავებმა 13 მაისს, გამთენიისას, პარლამენტის უკან, “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მასთან ერთად დააკავა პოლიციამ ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქე, ბრაიან ბინგემი.

სამართალდამცავები მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათი დაკავებიდან რამდენიმე საათში, „ხალხის ძალის“ ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტის მიერ შექმნილ ტელეგრამ-არხზე - „ამხილე“ - მათი ფოტოები გამოქვეყნდა. ამ არხის მტკიცებით, ფოტოებზე აღბეჭდილი პირები საქართველოში არეულობის, რევოლუციის მოსაწყობად ჩამოვიდნენ. პატრიკ ჰერნანდესს ეს ინფორმაცია იზოლატორში შეატყობინა ადვოკატმა. “მითხრა, რომ რაღაც საინფორმაციო არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ შენ და მეორე ამერიკელი ხელისუფლების დამხობას ცდილობთ, აგენტები ხართო, თუ რაღაც მსგავსი, თითქოს ჯეიმს ბონდი ვარ. არა, არა მე მხოლოდ ერთი მოკრძალებული ინგლისურის მასწავლებელი ვარ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პატრიკ ჰერნანდესი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG