Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებულ სევასტოპოლზე დრონებით მასირებული შეტევა იყო, ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა


საილუსტრაციო ფოტო. ანექსირებულ სევასტოპოლში რუსეთის პრეზიდენტის 2024 წლის მარტის არჩევნებისთვის გახსნილ ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან დადგმული ბანერი წარწერით: „მე მიყვარს რუსეთი, ავირჩიე პრეზიდენტი"
საილუსტრაციო ფოტო. ანექსირებულ სევასტოპოლში რუსეთის პრეზიდენტის 2024 წლის მარტის არჩევნებისთვის გახსნილ ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან დადგმული ბანერი წარწერით: „მე მიყვარს რუსეთი, ავირჩიე პრეზიდენტი"

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლზე, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, მასირებული იერიში ღამის სამი საათიდან დაიწყო.

მოსკოვის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევის თანახმად, რუსმა სამხედროებმა მასირებული შეტევა „წარმატებით მოიგერიეს“ და „გაანადგურეს ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი და ხუთზე მეტი უეკიპაჟო კატერი“.

რაზვოჟაევი მაშველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არავინ დაშავებულა. ე.წ. გუბერნატორი ადასტურებს, რომ დაზიანდა ელექტროქვესადგური „სევასტოპოლი“, რომლის აღდგენას დაახლოებით 24 საათი დასჭირდება. ქალაქის დიდი ნაწილისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტის გამო, დროებით დაიხურა საბავშვო ბაღები, სკოლები და პროფესიული სასწავლებლები

ბოლო დღეებში სევასტოპოლში სარაკეტო დარტყმები იყო რუსულ სამხედრო ობიექტებზე. უკრაინას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

17 მაისს, გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქების, ნოვოროსიისკის და ტუაფსეს პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG