Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სამშვიდობო მოლაპარაკების ახალ რაუნდს მართავენ


აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა ყაზახეთში სამშვიდობო მოლაპარაკების ახალი რაუნდი დაიწყეს. მათ მასპინძლობს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ნურტლეუ. 10 მაისი, 2024 წელი
აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა ყაზახეთში სამშვიდობო მოლაპარაკების ახალი რაუნდი დაიწყეს. მათ მასპინძლობს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ნურტლეუ. 10 მაისი, 2024 წელი

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა ყაზახეთში, ალმატიში 10 მაისს დაიწყეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ახალი რაუნდი.

მათი მოლაპარაკების პირველ შეხვედრას ესწრებოდა მასპინძელი ქვეყნის, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მურატ ნურტლეუ.

ორდღიანი მოლაპარაკების დასაწყისში აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა რწმენა, რომ ის და არარატ მირზოიანი „პროდუქტიულად იმუშავებენ მომავალ ორ დღეს დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად“.

ბაირამოვმა ასევე გაუსვა ხაზი 19 აპრილის შეთანხმებას, რომლის თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუთმოს რამდენიმე საზღვრისპირა საკვანძო ტერიტორია.

ამ შეთანხმების მიმართ, რომელიც ორი მხარის თანახმად, უნდა გახდეს სასაზღვრო დელიმიტაციის დასაწყისი, ერევანში საპროტესტო აქციები გაიმართა.

მირზოიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შეთანხმებით, დელიმიტაციის პროცესი უნდა დაეყრდნოს 1991 წლის დეკლარაციას. მაშინ მხარეები შეთანხმდნენ საბჭოთა პერიოდის საზღვრების აღიარებაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ამის თაობაზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, თქვა სომეხმა მინისტრმა.

მირზოიანმა ბოლო თვეებში არაერთხელ დაიჩივლა, რომ ბაქოს კვლავინდებურად არ სურს სომხეთთან საზღვრების აღიარება ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად. მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს არის შეთანხმების მიღწევის მთავარი ხელის შემშლელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG