Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Challengers-ის ჩვენება საქართველოში მსოფლიო პრემიერიდან 34 დღის შემდეგ დაიწყება


ფოტო ფილმ Challengers-დან
ფოტო ფილმ Challengers-დან

საქართველოს კინოთეატრებში „მეტოქეების“ (Challengers) პრემიერა 30 მაისს გაიმართება, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით 34 დღით გვიან.

ფილმის ჩვენება 26 აპრილს დაიწყო. მისი კინოჩვენებაში ჩაშვება საქართველოშიც უფრო ადრე, 30 მაისამდე, იგეგმებოდა, თუმცა თარიღი შეიცვალა.

რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობამ, „ქართულმა ოცნებამ“, ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილები დაარეგისტრირა პარლამენტში. მოქალაქეთა ნაწილმა ამის გამო გამოთქვა ეჭვი, რომ საპრემიერო ფილმების ჩამონათვალიდან ფილმი ცენზურის გამო მოიხსნა, რადგან შეეხებოდა ლგბტ თემატიკასაც.

„საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და მათ შორის, ამ პერიოდში, კინოთეატრებში დასწრების დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სტუდიებთან კონსულტაციით გადაიხედა საპრემიერო ბადე. პრემიერის თარიღის ცვლილება მიღებული პრაქტიკაა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას Cavea Cinemas-ში, რომელიც თბილისში რამდენიმე კინოთეატრს აერთიანებს.

ფილმი სასიყვარულო სამკუთხედის ინტიმურ სცენებსაც შეიცავს. ფილმს მინიჭებული აქვს R კატეგორია, რაც ნიშნავს, რომ 17 წლამდე მოზარდი კინოჩვენებაზე მშობელთან ერთად დაიშვება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG