Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევაკუაციის ბრძანების შემდეგ ისრაელმა დარტყმა განახორციელა ღაზის ქალაქ რაფაჰზე - იუწყებიან თვითმხილველები


რაფაჰი, ღაზის სექტორი
რაფაჰი, ღაზის სექტორი

თვითმხილველთა თქმით, ისრაელის არმიამ 6 მაისს საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზის ქალაქ რაფაჰზე - რამდენიმე საათში მას მერე, რაც ისრაელმა პალესტინელებს ღაზის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქიდან ევაკუაცია უბრძანა, იუწყება სააგენტო "როიტერსი". რაფაჰს თავს აფარებს ღაზის სხვა არეალებში ბრძოლას გაქცეული მილიონზე მეტი პალესტინელი.

ღრმავდება შიში რაფაჰზე სრულმასშტაბიან შეტევაზე, რასაც ისრაელი დიდი ხანია იმუქრება ჰამასის სამალავების წინააღმდეგ იმ ფონზე, როცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკება ჩიხშია შესული.

ისრაელს ამ თემაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.

ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმამ, რომლის დროსაც მძევლად აიყვანეს 253 პირი. ისრაელის მონაცემებით, იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი. ჰამასი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 34 500-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა.

პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG