ნიუ-იორკის ქალაქის პოლიციამ 300-მდე ადამიანი დააკავა კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის სიტი კოლეჯში გამართულ პროპალესტინულ დემონსტრაციებზე.
პირველი მაისს, დილით, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) კამპუსში, პოლიციამ თავისი ძალები განალაგა მას შემდეგ, რაც ისრაელის მხარდამჭერები თავს დაესხნენ პროპალესტინელი სტუდენტების მიერ მოწყობილ ბანაკს.
შემთხვევის თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერებზე, რომელთა ავთენტურობა Reuters-მა შეამოწმა, ჩანს, როგორ ურტყამენ ჯოხებითა და ძელებით შეიარაღებული პირები ხის ფარებს, რომლებიც იმპროვიზებული ბარიკადებად გამოიყენეს პროპალესტინელების დასაცავად, რომელთაგან ზოგიერთს პლაკატები და ქოლგები ეჭირათ.
ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა ათეულობით პროპალესტინელი მომიტინგე, რომლებიც კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ, და სამშაბათს ღამით მოშალა საპროტესტო ბანაკი.
ქალაქის მერმა, რიკ ადამსმა განაცხადა, რომ დაკავებულია 300 პირი და საპროტესტო აქციებში ბრალი დასდო გარეშე აგიტატორებს, თუმცა ამის დასტური არ მოუტანია.
შარშან 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ორგანიზაცია) მებრძოლების მიერ სამხრეთ ისრაელზე განხორციელებულმა თავდასხმამ და ისრაელის საპასუხო იერიშმა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, გამოიწვია აშშ-ის სტუდენტების საპროტესტო ტალღა, რომელიც უდიდესი მასშტაბისაა 2020 წლის ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ.
ბოლო დღეების განმავლობაში სტუდენტური მიტინგები, რომლებიც ღაზაში ისრაელის ომის წინააღმდეგ იყო მიმართული, ათობით უნივერსიტეტში გაიმართა მთელი აშშ-ის მასშტაბით. აქციების აღსაკვეთად უნივერსიტეტების ადმინისტრაცია მიმართავს პოლიციას.
30 აპრილის საღამოს, ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა ათობით პროპალესტინელი მომიტინგე, რომლებიც კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობას აფარებდნენ თავს და დაშალა საპროტესტო აქციის მონაწილეთა ბანაკი, რომლის დემონტაჟსაც უნივერსიტეტი ცდილობდა თითქმის ორი კვირის განმავლობაში.
პოლიციელები მეორე სართულის ფანჯრიდან შევიდნენ ჰემილტონ ჰოლში, რომელიც მომიტინგეებმა სამშაბათს დაიკავეს, დილის საათებში. სამი საათის განმავლობაში, მათ დაშალეს მომიტინგეები და ათობით მათგანი დააკავეს, განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა, მინუშ შაფიკმა პოლიციას კამპუსში დარჩენა სთხოვა, როგორც მინიმუმ, 17 მაისამდე - სწავლის დამთავრებიდან ორი დღის შემდეგ - წესრიგის შენარჩუნების მიზნით და იმის უზრუნველსაყოფად, რომ კვლავ არ მოხდეს ბანაკების მოწყობა. შაფიკის თქმით, ჰამილტონ ჰოლში შეჭრილმა პირებმა დაარღვიეს წესრიგი და ვანდალიზმი ჩაიდინეს.
უნივერსიტეტმა ადრე გააფრთხილა სტუდენტები, რომ ვინც მონაწილეობას მიიღებდა შეჭრაში, მას გარიცხვა ემუქრებოდა. UCLA კალიფორნიის საუნივერსიტეტო სისტემის ნაწილია, რომელშიც დაახლოებით 32 000 სტუდენტი სწავლობს და ის უესტვუდის საცხოვრებელ უბანში მდებარეობს, ჰოლივუდისა და ლოს-ანჯელესის ცენტრთან ახლოს.
7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად, სამხრეთ ისრაელში დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის საპასუხო თავდასხმების განმავალობაში, ბოლო შვიდ თვეში, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა დაახლოებით 35 000 პალესტინელი, განადგურდა ანკლავის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი და წარმოიშვა შიმშილის ზღვარზე მისული ჰუმანიტარული კრიზისი.
ფორუმი