საპოლიციო ძალები სპეციალური აღჭურვილობით არიან რუსთაველის გამზირზე, მათ უკან კი წყლის ჭავლის გამტყორცნი ორი მანქანა დგას. მეორე მხარეს არიან აქციის მონაწილეები, რომლებმაც ქუჩა ნაგვის ურნებითა და სკამებით გადაკეტეს.
დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკად სცემეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს. ნაცემია კიდევ ერთი დეპუტატი - „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. საქართველოს სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ პოლიციამ მშვიდობიანი აქციის დაშლა დაიწყო.
30 აპრილს საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით გაგრძელდა „აგენტების კანონის“ განხილვა, რამაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი კანონად გადაქცევის შემთხვევაში შეეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ფორუმი