Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს


ტიმურ ივანოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე
ტიმურ ივანოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

მოსკოვის ბასმანის ოლქის სასამართლომ 24 აპრილს 23 ივნისამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ტიმურ ივანოვს მას შემდეგ, რაც მას ბრალად წაუყენეს განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ქრთამის აღება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 23 აპრილს განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ივანოვი ქრთამის აღების ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

ივანოვის შესახებ 2022 წლის დეკემბერში საგამოძიებო მასალა მოამზადა აწ გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა".

XS
SM
MD
LG