16:53
8.4.2024
- 16:50 - სასამართლო სხდომა გრძელდება ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის დასკვნითი სიტყვით. ის სასამართლოს მიუთითებს რა უზუსტობები გამოჩნდა მოწმე პოლიციელების ჩვენებებში. ადვოკატის მტკიცებით, მოწმეებმა განსხვავებული რამ თქვეს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებსა და სასამართლოში.
17:40
8.4.2024
- „ჩვენ აქ მოვისმინეთ, რომ არ შეიძლება პოლიციელებზე თავდასხმა, მოლოტოვის კოქტეილის სროლა და ასე შემდეგ, მაგრამ ლაზარე აქ რა შუაშია? გვაქვს ფაქტი, რომელიც დღემდე გამოუძიებელია და გვყვავს ადამიანი, რომლის დასჯაც უნდათ.“ - განაცხადა ადვოკატმა
17:52
8.4.2024
ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, მარტის აქციებისას საქართველოში არ იყო, იტალიაში ცხოვრობდა როგორც ემიგრანტი. ის 2023 წლის ბოლოს დაბრუნდა საქართველოში, თუმცა ამ დრომდე შვილის ნახვას მხოლოდ სასამართლო პროცესებზე ახერხებს - ლაზარე გრიგორიადისს ოჯახის წევრებთან შეხვედრა მხოლოდ განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეეძლება.
18:00
8.4.2024
სასამართლოს სხდომას ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად შშმ პირები ესწრებიან.