15:33
8.4.2024
- 15: 25 - პროკურორი წყვეტს სიტყვას. სასამართლოს მიმდინარეობისას ლაზარე გრიგორიადისი სიგარეტს ეწევა. მოსამართლე მას მოუწოდებს წესრიგი დაიცვას
„პირდაპირ კამერაში გვაბოლებს ადამიანი“ - ამბობს მოსამართლე და განმარტავს, რომ ონლაინ ჩართვის შემთხვევაშიც კი მოწევა სასამართლოს უპატივცემულობად ითვლება.
გრიგორიადისი ამბობს, რომ იმ სივრცეში, სადაც ის იმყოფება, არ არის აღნიშვნა, რომ იქ სიგარეტის მოწევა არ შეიძლება, თუმცა ადვოკატის მიმართვის შემდეგ ის აქრობს სიგარეტს და პროკურორი აგრძელებს დასკვნით სიტყვას.
15:23
8.4.2024
- 15:17 - პროკურორი წყვეტს სიტყვას დარბაზში არსებული ტექნიკური პრობლემის გამო - დაიკარგა ინტერნეტ კავშირი პენიტენციურ დაწესებულებასთან.
- 15:18 - ინტერნეტ-კავშირი აღდგა. პროკურორი აგრძელებს სიტყვით გამოსვლას.
15:22
8.4.2024
- 15:15 - სასამართლო იწყებს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის დასკვნით სიტყვას.
15:21
8.4.2024
- 15:12 - მოსამართლე ზვიად შარაძე: „უსაფუძვლოა საუბარი სასამართლო პროცესის გაჭიანურების შესახებ.“
დასკვნითი სხდომა, რომელიც დღეს იმართება, 15 იანვრის შემდეგ მესამედ გადაიდო.
მოსამართლე ამბობს, რომ ამ საქმის უფრო სწრაფად განხილვა გავლენას ვერ მოახდენდა იმაზე, რომ ლაზარე გრიგორიადისს უკვე აქვს მისჯილი 1,5 წლიანი პატიმრობა, სხვა, ოჯახში ძალადობის საქმეზე. მას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევდა ციხეში ყოფნა.