სანამ მოსამართლე შემდეგი სხდომის თარიღს განსაზღვრავდა, დარბაზიდან გაისმა კიდევ ერთი რეპლიკა:
„იანვარში გაწყობთ?“
რომელსაც პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ უპასუხა:
„გაჩუმდი შენ, ვინ გეკითხება?!“
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქტივისტებმა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება მოითხოვეს.
„ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრს ხალხს. როდესაც თავისი აზრის დაფიქსირება უნდა, გონება ეფანტება და ამიტომ გადაწყვიტა [დისტანციურად ჩართვა დასკნით სხდომაზე]... მე მგონი, ჰქონდა უფლება, რომ ონლაინ ჩართულიყო, მაგრამ ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა. ახლა, დაველოდებით 8 აპრილს.
საქმის გაჭიანურება ემსახურება იმას, რომ გვანახონ, „ჩვენ, თქვენზე მაღლა ვდგავართ, ჩვენ როგორც ვიტყვით, ისე იქნება”.
"თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გადაწყვიტა, რომ პროცესი არ ჩაეტარებინა. [...] სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის 38-ე მუხლი, ასევე 188-ე მუხლი ცალსახად არეგულირებს იმ საკითხს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, ჩაერთოს დისტანციურად და სასამართლოს შეუძლია, დისტანციურად ჩართოს ბრალდებული. არსად არ წერია, არცერთი ჩანაწერი არ არსებობს კოდექსში, რომ აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი მისი ჯანმრთელობის ცნობა, ან რაიმე გარკვეული მიზეზი - შეუძლია, მას უფლება აქვს. ორივე არგუმენტი და ორივე ნორმა, რაც მე მივუთითე არგუმენტი, სასამართლომ არ გაიზიარა" - თქვა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბიწაძემ სასამართლოს გადადებაზე.