Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wall Street Journal-ის კორესპონდენტ ევან გერშკოვიჩს რუსეთმა 30 ივნისამდე გაუგრძელა პატიმრობა


ეფესბეს მტკიცებით, ჟურნალისტი აშშ-ის დავალებით აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესახებ. ევან გერშკოვიჩი ბრალდებას უარყოფს.
ეფესბეს მტკიცებით, ჟურნალისტი აშშ-ის დავალებით აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესახებ. ევან გერშკოვიჩი ბრალდებას უარყოფს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 30 ივნისამდე გაუგრძელა პატიმრობის ვადა ამერიკელ ჟურნალისტს, ივან გერშკოვიჩს, რომელიც რუსეთის საპატიმროში 2023 წლის 29 მარტიდან იმყოფება.

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავეს. მეორე დღეს რუსეთის უშიშროების სამსახურმა, ეფესბემ, გამოაცხადა, რომ ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჟურნალისტმა „აშშ-ის დავალებით შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“.

გერშკოვიჩი და The Wall Street Journal-ი ბრალდებებს უარყოფენ. გამოცემამ არაერთხელ მოითხოვა ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. თეთრმა სახლმა ბრალდებებს "სასაცილო" უწოდა, ხოლო პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტის დაკავება "სრულიად უკანონოდ" შეაფასა.

თებერვლის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა Fox News-ის ყოფილ ტელეწამყვანთან, ტაკერ კარლსონთან, ინტერვიუში მიანიშნა, რომ მზადაა, გერშკოვიჩი გაცვალოს ვადიმ კრასიკოვზე (იგივე ვადიმ სოკოლოვი), სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელზე, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი საქართველოს მოქალაქის, ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.

XS
SM
MD
LG