Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეთა კონფერენციამ დაგმო ე.წ. ვეტინგი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი აირჩია


მოსამართლეთა კონფერენციამ დაგმო ე.წ. ვეტინგი. თემიდა, თბილისის სააპელაციო სასამართლო - საილუსტრაციო ფოტო
მოსამართლეთა კონფერენციამ დაგმო ე.წ. ვეტინგი. თემიდა, თბილისის სააპელაციო სასამართლო - საილუსტრაციო ფოტო

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის ინფორმაციით, მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე, რომელიც 24 მარტს გაიმართა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, მდივნის პოზიციაზე კი ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.

მურუსიძის თქმით, აღნიშნული პირები ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს.

"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამდენი მოსამართლე არ ყოფილა არცერთ კონფერენციაზე, რომელში მე მიმიღია მონაწილეობა. დღევანდელი კონფერენცია ყველაზე ხალხმრავალი იყო, რაც მე მახსოვს კონფერენციების ისტორიაში. რაც შეეხება "ვეტინგის" თემას, მოსამართლეები ერთსულოვნები იყვნენ, რომ ეს არ ემსახურება კეთილსინდისიერების შემოწმებას და რეალურად მიმართულია იქით, რომ მოხდეს სასამართლოს დამორჩილება. რაც შეეხება სხვა საკითხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევას, ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე საბჭოს წევრებად, ხოლო მდივნად არჩეული იქნა ნიკოლოზ მარსაგიშვილი. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით იქნენ არჩეულები“, - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციამ, რომელსაც 295 მოსამართლე დაესწრო, ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც კრიტიკულად არის შეფასებული მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის დანერგვის მოთხოვნა:

"საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან”.

XS
SM
MD
LG